საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება.
"#ტერორისაქართველოში პოლიტიკური ლიდერის კიდევ ერთი უკანონო და სამარცხვინო დაპატიმრება, რეჟიმის ოპონენტის მესამე ქვეყანაში გატაცების შემდეგ. ყოველდღიურად "რუსული" რეჟიმი აძლიერებს რეპრესიებს, მაგრამ ვერ ახერხებს თავისი ძალაუფლების ან შიდა ნდობის კონსოლიდაციას. პროტესტი ნამდვილად ცოცხალია!"-წერს ზურაბიშვილი.