ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს. “ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.