55 წლამდე კაცი დაიღუპა ქობულეთში. შემთხვევა ერთ-ერთ საწარმოში მოხდა, სადაც ინერტული მასალის მიღება-გადამუშავება მიმდინარეობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.