ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი თავიანთი განცხადებებით პალესტინურ დაჯგუფება ჰამასს ამხნევებენ.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნების ლიდერებმა ჰუმანურობის, სამართლიანობისა და ისტორიის თვალსაზრისით „არასწორი მხარე“ დაიკავეს.
მისი აზრით, ისრაელზე ზეწოლით ისინი „მშვიდობას არ უჭერენ მხარს“, არამედ ჰამასს სამუდამოდ ბრძოლის გაგრძელებისკენ უბიძგებენ“.
„მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას როდესაც გიხდიან, თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა ამ ლიდერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, მაგრამ არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ ჰამასს, რათა გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დააარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც ჰამასი კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას – და გაითვალისწინეთ, რომ ეს არ იქნება ჰამასისგან თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.