ევროკავშირიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ საქართველოში უნდა იბრძოლონ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ პირდაპირი მოწოდება იყო, რომ უნდა იბრძოლონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ევროკავშირიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ საქართველოში უნდა იბრძოლონ. ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ პირდაპირი მოწოდება იყო, რომ უნდა იბრძოლონ. ამას მოჰყვა მსხვერპლზე გედი ფოფხაძის განცხადება. ეს ადამიანები ცდილობენ, ქართველ ხალხს 26 მაისი წაართვან, როგორც 9 აპრილს შეეცადნენ. ამ ადამიანებს ზუსტად იგივე მიზანი აქვთ, ეროვნული დღესასწაული ჩაშალონ. როგორც ჩანს, მსხვერპლზეც წამსვლელები არიან. ამ სიტყვას როდესაც ახსენებენ, ფრთხილად იყვნენ. მათი მავნებლური გეგმის განხორციელება ერთი ადამიანის თავიდან თმის ჩამოვარდნად არ ღირს. ვინც გულში გაივლებს, რომ ხელისუფლებაში ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოვიდნენ, მათ მიმართ პასუხი იქნება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.