ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზადაა ომის დასასრულებლად იმ მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მზად ვარ, დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს ინფორმაციით, ჰამასის მიერ გატაცებული ტყვეებიდან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულებამდე ღაზა სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება.პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ ჰუმანიტარული დახმარების სამეტაპიანი გეგმა წარადგინა: “საბაზისო საკვების ახლა” ღაზაში შესვლა ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად; ამერიკული კომპანიების მიერ მომავალ დღეებში დახმარების სადისტრიბუციო წერტილების გახსნა; და სამხრეთ ღაზაში “სტერილური ზონის” შექმნა, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა შეძლებს თავის შეფარებას.