მომდევნო 12 თვე გადამწყვეტი იქნება იმის დასანახად, თუ რა მიმართულებით შეიძლება პროცესი განვითარდეს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.
„18 თვის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, 18 თვის შემდეგ, ყველა შეფასება, რაც ბოლო თვეებში ვნახეთ ცუდი იყო, ეს მიმართულება კარგი არ არის. დეკემბერში ვიზიტისას შევეცადე კონკრეტულად საქართველოსთან მემუშავა, ჩვენ გვყავს გუნდი თბილისში. გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. სხვადასხვა კანონებზე და შესწორებებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის მცდელობა წარუმატებელი იყო. ახლა ჩვენ გვინდა დიალოგი განვაახლოთ, რომ შევძლოთ ყველა პრობლემაზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, არასწორი მიმართულებით მიდიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 12 თვე გადამწყვეტია იმის დასანახად, თუ რა მიმართულებით შეიძლება პროცესი განვითარდეს. ჩვენ გვინდა დაცული იყოს ღირებულებები, კანონის უზენაესობა და სწორედ ამას ვაკეთებთ სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ახლასაკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა და ჩვენი პასუხისმგებლობაცაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სწორი მიმართულებით წავიდნენ.