ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის არის საპროტეტსო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე.
აკადემიის თავმჯდომარემ, მაიკ დოუნიმ ოფიციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ “ანდროსთვის კინოაკადემიის წევრობის მინიჭება განსაკუთრებული ჟესტია და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.“
"თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს" ,- თქვა მაიკ დოუნიმ ოფიციალურ ვიდეომიმართვაში და საერთაშორისო კინოორგანიზაციებს ჭიჭინაძის სოლიდარობისკენ მოუწოდა.
"ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს კინოინსტიტუტმა, რომელიც მუდმივად იცავს ხელოვანთა თავისუფლებასა და ხელოვნების თავისუფალ სივრცეს.
ეს აღიარება და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ხელოვანი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში დევნიან, საქართველოს დამოუკიდებელი ხელოვანებისა და ყველა სინდისის პატიმრის ხმას წარმოადგენს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად ანდროს და სხვა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გვერდითაა!" - წერს საქართველოს კინოინსტიტუტი.