ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" სუფთა წარსულის მქონე ადამიანების და ახალი პოლიტიკური პარტიების ეშინია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“, რეალურად, ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან; რომლებიც არიან თავისი საქმის მცოდნეები, პროფესიონალები; და რომლებიც არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. მოვდივართ სუფთა წარსულით და გვინდა, ამ ქვეყანაში შეიცვალოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო ამ ქვეყანაში,– თქვა ლევან ცუცქირიძემ.