დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კოპენჰაგენში გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. ჩვენს ხელთაა პასუხი კითხვაზე, როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი. სიძლიერე არის პასუხი. სიძლიერე აკავებს აგრესორს, სისუსტე ეპატიჟება მათ. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ნიშნავს ძლიერ უკრაინას. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა იყოს უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კალასმა.