ზესტაფონში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო იმერეთი” ავრცელებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.