რუსეთი ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ისმენს, რომლებიც საკმაოდ კონფრონტაციული ხასიათისაა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ევროპიდან ბევრ წინააღმდეგობრივ განცხადებას ვისმენთ. ეს განცხადებები, როგორც წესი, უფრო კონფრონტაციული ხასიათისაა, ვიდრე ჩვენი ურთიერთობების აღდგენის მცდელობებისკენ მიმართული“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს.