ამერიკელი და ევროპელი მომლაპარაკებლები რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 22-პუნქტიან „პირობების სიაზე“ შეთანხმდნენ, რომელსაც ვაშინგტონის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს წარუდგენს.
ამის შესახებ NBC News წყროებზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ „პირობების სიაში“, შედის პუნქტი, რომელიც კრძალავს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ასევე პუნქტი, რომ შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს კიევის ალიანსში გაწევრიანებას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე.
„თუ პუტინს გამოსავალი სურს, აი, მისი გამოსავალი“, - თქვა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას „პირობების სიის“ შესახებ.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, რომ დაზვერვის შეფასებები მიუთითებს, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მაქსიმალური მიზნების ერთგული რჩება. მისივე თქმით, პუტინი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევით.