დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ ჯერ კიდევ დასავლეთის ნაწილად და რომ საქართველოს პრობლემა აღიქმება, როგორც ევროატლანტიკური სივრცის პრობლემად და გამოწვევად,” - ამის შესახებგანაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა
“გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ ვინ არიან ორგანიზატორები იმ დესტრუქციული ქმედებების, რომელთა მიზანია საქართველოში სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის გეგმა. ამ დესტრუქციული ქმედებების წარმომადგენლები არიან ბიზნესის, პოლიტიკური წრის, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც ვიხილეთ დასასანქცირებელთა სიაში. ეს ადამიანები სამწუხაროდ შავი ასოებით შევლენ საქართველოს ისტორიაშიც, რადგან ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის უდიდესი გალაშქრება, როდესაც ამ ადამიანებმა არა მხოლოდ გადაუხვიეს დასავლური კურსისგან, არამედ საფრთხე შეუქმნეს ევროატლანტიკურ სივრცეს. ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ და საქართველოს პრობლემა აღიქმება არა მხოლოდ როგორც ჩვენი პრობლემა, არამედ მთელი ევროატლანტიკური სივრცის გამოწვევად და პრობლემად.”- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯო უილსონიმა გამოაქვეყნა იმ პირთა სია, რომლევასც „მეგობარი აქტის“ საბოლოოდამტკიცებისა და დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ სანქცეიბი შეეხებათ.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა (აქედან 168 რესპუბლიკური და 181 დემოკრატიული პარტიის წევრმა), დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა (აქედან 38 რესპუბლიკური და 4 დემოკრატიული პარტიის წევრმა) მისცა.