აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოებთან.” - “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "მეგობარ აქტთან" დაკავშირებით განაცხადა.
“კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელთანაც დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც არის ეუთოში აშშ-ის ჯგუფის ხელმძღვანელი, სადაც მას ბოლოჯერ შევხვდი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს იმ თვალსაზრისით, რომ ახლა, როდესაც მთავარი ფოკუსი ჩვენს რეგიონში უკრაინაზე აშშ-ის მხრიდან, კვლავ შეახსენოს მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა და ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ამისთვის აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორიც არის ივანიშვილის ფა მისი გარემოცვის დასანქცირება იმისთვის, რომ უფრო მეტი ზემოქმედების ბერკეტი ჰქონდეს აშშ-ს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც თანამშრომლობს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ აშშ-ის მტრად გამოცხადებულ სახელმწიფოსთან, როგორიც არის ირანი და ამას ყოველთვის ხაზს უსვამს ჯო უილსონი და ეს განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ