"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადებით მოიხსენიებს.
რასა იუკნევიჩიენეს შეურაცხყოფის პარალელურად, ირაკლი ზარქუა ევროკავშირს "უავტორიტეტო, რეიტინგდაცემულ ორგანიზაციას" უწოდებს.
"ქალბატონი რაისა, ეს დიდი ხანია დაუძინებელი, ბრჭყალებში, მეგობარია ჩვენი ქვეყნის, ისეთ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ ბოლოში უკვე რაც გააკეთა, მე მგონია, არის ეს, ყველა ადამიანს ემართება, გარკვეულ ასაკში რომ მიდის, შემდეგ უკვე რაღაც არაადეკვატურები ხდებიან, ალბათ, ნუ ზოგიერთი, შემოტევაა რაღაც ეს. შესაბამისად, ეს ქალბატონი, რომელიც ეტყობა ასაკმა უწია უკვე, ასეთ განცხადებებს აკეთებს. [...]
მე მგონია, ამ ქალბატონს კლიმაქსის პრობლემა დაუდგა და ამიტომაც არის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. ქალბატონო რასა, მიხედეთ თქვენს ქვეყანას, მიხედეთ ევროკავშირს, რომელიც უავტორიტეტო რეიტინგდაცემული ორგანიზაცია გახდა თქვენს ხელში. სახელმწიფოებს აღარ უნდათ, შესვლა კი არა, ვინც არიან, ისინი ფიქრობენ დატოვონ ეს ორგანიზაცია, იმდენად თქვენ მოახერხეთ ეს ყველაფერი, თქვენ და დანარჩენმა უსამშობლოებმა", - ამბობს ირაკლი ზარქუა.