კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ავროსაგაზო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. დაწყებულია გამოძიება.