პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ არ გამოუყენებია ინსტრუმენტები რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შეწყვეტას დათანხმდეს.
კალასის განცხადებით, რუსეთის მიერ გამოცხადებული "სააღდგომო ზავი" იყო ხრიკი, რომელიც მიმართული იყო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ.
„აშკარაა, რომ რუსეთი ყველა ამ თამაშს თამაშობს, დროს აჭიანურებს და მშვიდობა ნამდვილად არ სურს. ისინი ფიქრობენ, რომ დრო მათ მხარეზეა, ამიტომ არ აჩვენებენ რაიმე კარგ ნიშნებს ან კეთილგანწყობას, ”- თქვა კალასმა.
კალასმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი უფრო მკაცრ პოზიციას დაიჭერს მოსკოვის მიმართ, ვიდრე სამშვიდობო ძალისხმევაზე უარს იტყვის.
"მათ ხელში აქვთ ინსტრუმენტები, რომლითაც შეუძლიათ რუსეთზე ზეწოლა. მათ არ გამოუყენებიათ ეს ინსტრუმენტები. თუ ისინი ახლა ტოვებენ (მათ ძალისხმევას) იმ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, რაც რეალურად მათ ხელშია, მაშინ მე მაქვს დიდი კითხვა: რატომ? რატომ არ იყენებენ ინსტრუმენტებს ამ ომის დასასრულებლად?” - იკითხა კალასმა რიტორიკულად.
მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონის შეცდომა იქნებოდა, განიხილოს ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
კალასის თქმით, ევროკავშირი არასოდეს აღიარებს ნახევარკუნძულს რუსეთის ნაწილად.
"ყირიმი უკრაინაა", - თქვა კალასმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამ კვირაში ის წარადგენს „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსს.
23 აპრილს ლონდონში გაიმართება შეხვედრა, სადაც შეერთებული შტატები, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ ნაბიჯებს უკრაინაში რუსეთსომის დასასრულებლად.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მი ნისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე პავლო პალისა.