"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად", - ამის შესახებ X-ზე წერს კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი.
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს რუსი მარიონეტული პრეზიდენტი შეასაღოს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!" - წერს უილსონი.
შეგახსენებთ, ჯო უილსონს ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ განიხილავს.