„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა და იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდნენ.
მამუკა მდინარძემ მათ დაშლისკენ მოუწოდა.
„არ შეიძლება, გთხოვთ, არ ივარგებს, უმორჩილესად გთხოვთ, წავედით, დავიშალოთ, გთხოვთ, დამშვიდდით, დავიშალეთ“, – მიმართა მდინარაძემ მოქალაქეებს.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ გადაიდო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, მამუკა მდინარაძემ უპასუხა, „რომ არ მოხდეს ის, რაც თქვენ გინდათ“.
შეკითხვაზე, რატომ შეკრიბეს საჯარო მოხელეები, მდინარაძემ თქვა:
"დამანახეთ რომელია საჯარო მოხელე. ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო, მართლა ნუ გაახურეთ საქმე".
ფოტო: პუბლიკა