"მე ვარ თქვენთან ერთად, რადგან აქ არცერთ პროვოკაციას არ დავუშვებ" - სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
"გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. ბარბარობაზე ჩვენთან მოდიან. მინდა გისურვოთ მშვიდობიანი საღამო, არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია. ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით კარგად. მე ვარ თქვენთან ერთად, რადგან აქ არცერთ პროვოკაციას არ დავუშვებ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებს შეუერთდა.