ხობის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლების შემოსევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, მგლებმა სულ 50-მდე პირუტყვი დაგლიჯა.
აღნიშნულის გამო მოსახლეობამ სახალხო მობილური პატრული შექმნა. სპეციალური ჯგუფები სოფლებში 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.
მტაცებლების ადგილზე ლიკვიდაციისთვის თვითმმართველ ორგანოზე შესაბამისი ნებართვა უკვე გაცემულია.