"იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონი ამოქმედდება, ევროკავშირი შეაჩერებს გაწევრიანების პროცესს" – ამის შესახებ Financial Times ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
Financial Times-ის თანახმად, ამ საკითხზე მათთან ევროკავშირის სამმა მაღალჩინოსანმა ისაუბრა.
გამოცემასთან ოფიციალურ პირები ამბობენ, რომ თუ კანონი ძალაში შევა, კომისია არ გასცემს საქართველოსთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაციას.
"ჩვენ ძალიან გარკვევით ვთქვით, ეს შეაჩერებს პროცესს, საქართველოს ხელისუფლებამ იცის, თუ რა დევს ფსონზე". – ამბობს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი.