ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "აგენტების კანონის" მესამე მოსმენით დამტკიცებას.
მინისტრის განცხადებით, ეს კანონი საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან.
"საქართველოს პარლამენტის მიერ“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება მასობრივი პროტესტის მიუხედავად და საქართველოს პარტნიორების რჩევების საწინააღმდეგოდ, მართლაც გულდასაწყვეტია. ეს კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მას გადახედოს", - ნათქვამია განცხადებაში.