აგენტების კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავენ.
აქცია-მსვლელობის დროს მათ გადაკეტეს გმირთა მოედანი, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. ნაწილი წავიდა ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მიმართულებით, ასევე დემონსტრანტების ნაწილმა გადაკეტა მტკვრის სანაპიროები. პარალელურად, მომიტინგეების ნაწილი დარჩა პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები მსვლელობით მოსაშვილის ქუჩაზე, ღარიბაშვილის სახლთანაც მივიდნენ.
ისინი მის კორპუსთან ცოტა ხნით შეჩერდნენ, სკანდირებდნენ "მონა", რის შემდეგაც მსვლელობა გააგრძელეს.
ფოტო: რადიო თავისუფლება