პრესკონფერენციაზე, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს "იმედის" ჟურნალისტმა ჰკითხა რა არის კანონში რუსული.
პავილიონისმა თქვა, რომ ეს არის პუტინისტური ინფექცია.
„ვფიქრობ, ეს რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ არ შეიძლება მეგობრებს დაუძახო მტრები. თქვენ ვერ ნახავთ კანონს ევროკავშირში ან ნატოში, რომელიც მიმართულია მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ პირიქით, ვიწვევთ ჩვენთან გერმანულ, ფრანგულ ან სკანდინავიურ ფონდებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სწორედ ის, რაც საბჭოთა კავშირმა წაგვართვა - ჩვენი დემოკრატიის ხარისხი. ეს დემოკრატიის ხარისხი კი იქმნება სამოქალაქო საზოგადოების მიერ. თუ თქვენ მოკლავთ სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ ისევ საბჭოთა რეჟიმს დაუბრუნდებით. ეს პუტინისტური ინფექციაა, რომელიც ასე ვრცელდება. პუტინის მეთოდია ქვეყნის გაწმენდა ლიბერალური დემოკრატიისგან," - თქვა პავილიონისმა.