დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრატ განი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას.
"კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს.
ეს კანონი და თანხმლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას ავღნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი, - ნათქვამია განცხადებაში.