ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით "აგენტების კანონის" დამტკიცებას. ~
"უცხოური აგენტების კანონის" მიღება, მიუხედავად ფართო პროტესისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის ურთიერთობას მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს", - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.