აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებით, "აგენტების კანონის" მიღებით, საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით.
"დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის მასშტაბური სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს", - წერს რიშi სოციალურ ქსელში.