საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადადის, - აცხადებს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
"დღეს ქვეყანაში აღარ დარჩა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხის ინტერესს. ხალხი დგას დღეს საქართველოს დედაქალაქში, ყველა აპროტესტებს რუსული კანონის მიღებას. ამ რეჟიმში, როცა ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში. ამ რეჟიმში ჩვენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ჩვეულებრივად საქმიანობის გაგრძელებას და გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში. უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მანამდე, პარტია "ლელომ" განაცხადა, რომ გადადის საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტს აცხადებენ ასევე სხვა ოპოზიციონერი დამოუკიდებელი დეპუტატები.
ბოიკოტს არ უერთდება გახარიას პარტია.