დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა სიტყვით პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ბექა ლილუაშვილი გამოდიოდა.
ლილუაშვილი სიტყვით გამოსვლისას მმართველი ძალის წარმომადგენლებს აქციების მიმდინარეობისას დაშინებისა და ძალადობის ფაქტებზე ესაუბრებოდა. ამ დროს მას ზაალ დუგლაძე მიუახლოვდა, მიიჭრა ანრი ოხანაშვილი და ლილუაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აქტიურობდა დაჩი ბერაიაც. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ირაკლი შატაკიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის.
მანამდე დინუტრი ხუნდაძემ ტარიელ ნაკაიძეს ფურცლები შეაყარა. მმართველი პარტიის დეპუტატებს განსაკუთრებით რეაგირებენ მაშინ, როცა მათ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახიან.