საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო პარტიის ოფისში - აცხადებს გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, რომელიც ევროპული დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება.
"საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" ოფისში გვიმასპინძლა," - წერს როთი.
როთის თქმით, ისინი საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დგანან.
"ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებს, რწმენას. მაგრამ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს როთი.