საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
ორგანიზაციის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მარი სრუტერსი, ამბობს, რომ "ამ მავნე კანონმდებლობის ინიცირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რომელიც ბოლო დღეებში საგანგაშო დონემდე გაიზარდა, ღიად დაუჭირა მხარი."
"თუ როგორ მიიღეს ეს კანონპროექტი - როცა პოლიტიკური ოპონენტები იურიდიული პროცედურებით გააჩუმეს დერეფნებში, ხოლო დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აკავებდნენ ქუჩებში, პოლიციის მხრიდან რეპრესიების ფონზე - ამ კანონის მავნებლური მოქმედება არის მიმართული ადამიანის უფლებებზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალისხმევა გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შელახვის მიზნით. მათ სასწრაფოდ უნდა თქვამ უარი ამ რეპრესიული კანონპროექტის მიღებაზე. ყველა, ვინც ეჭვმიტანილია პასუხისმგებლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის პოლიციელებმა, რომლებმაც მიმართეს ძალის უკანონო გამოყენებას, უნდა დაისაჯონ მართლმსაჯულების წინაშე, მათ შორის ინსტანციის უმაღლეს დონეზე," - ამბობს სტრუტერსი.