“არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!" - საპროტეტსო აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ დაიძრნენ, სადაც იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! - კი ევროპას!"
აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ გაემართებიან.
დღეს აქციის მონაწილეები 4 ლოკაციიდან გამართავენ მსვლელობას გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.