საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც "არასამთავრობოს ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს".
"ქართველი პარლამენტარები და მთავრობის წარმომადგენლები ფორმალურად იცავენ კანონპროექტს, როგორც გამჭვირვალობის მექანიზმს, მაგრამ ისინი მალავენ მის რეალურ მიზანს", - აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორ ჰიუ უილიამსონი.
"დამოუკიდებელი ჯგუფებისა და მედიის უცხოური ინტერესების გამტარებლად გამოცხადებით, ისინი მიზნად ისახავენ, ქვეყანაში ჩაახშონ და მარგინალიზება მოახდინონ კრიტიკული ხმებისა, რაც ნებისმიერი დემოკრატიისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა".
ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტმა კანონპროექტი საბოლოო მოსმენაზე უნდა უარყოს.
"მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შესახებ ყველა ბრალდების ეფექტური გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო შეერთებული შტატების უცხოეელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან (FARA) და იგი რუსული კანონის მსგავსია.
ფოტო: დავით მძინარაშვილი