ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მარში დაიწყო, რომლის მთავარი ლოზუნგია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს”. მარშის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
მსვლელობას უერთდებიან ხელოვნები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიისა და მისწრაფეების ადამიანები,