"მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ!" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს ის ხელმძღვანელობს, რადგან პაპუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება.
კამათი „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოჰყვა.
უნდა დავასრულოთ ახლა ამ თემაზე მსჯელობა, აღარ შეიძლება! ჩემს მიმართაც რაღაც შეკითხვები იყო და პასუხს გავცემ კიდევ, მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე... ძალიან დავიძაბეთ! - თქვა ვოლსკიმ.
დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა გატეხა კანონის ხელმეორედ შემოტრიალებით.
მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ - ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით, რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ," - მიმართა აქუბარდიამ.