ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმიანება.
„საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ის განახორციელებს ევროკავშირის მიერ გაწერილ ცხრა ნაბიჯს
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების ხელახლა მცდელობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, - წერს ლანდსბერგისი.