ევროპის 12 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივი წერილით აკრიტიკებენ საქართველოში ხელახლა ინიცირებულ კანონს უცხოური გავლენების შესახებ.
საერთო განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიტვის, ლატვიის, ნორვეგიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები.
განცხადების ავტორები ოცნების“ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს უწოდებენ „თავისი შინაარსით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონის ზუსტ ასლს“.
განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ საქართველო ევროპული კომისიის მიერ გაწერილ 12 ნაბიჯს შეასრულებს, რათა შეძლოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ამ ეტაპისთვის კი საქართველოს მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებული.
ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.
"მოვუწოდებთ მართველ ქართულ ოცნებას უკან დაიხიოს საპარლამენტო განხილვებისგან, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ველით, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის ხელის შეწყობით.
ჩვენ გულახდილად გამოვთქვათ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთხელაც გამოვლენს სერიოზულობასა და ევროპასა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციის სურვილს, რომელიც მართულია დასავლური ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებებით. სასწორზე ქართველი ხალხის მომავალია" – წერია განცხადებაში.