ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ეხმიანება.
„ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში არსებული სამართლებრივი ინიციატივებით „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სტიგმატირებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ლგბტქი+ პირებს.
ეს ძირს უთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.