ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური 3 ლიცენზია ლიცენზია გაიყიდა.
სამინსტროს ინფორმაცით, გასხვისდა გორი-ცხინვალი-ყორნისი-ჯავის სატყეო უბანზე 597 ჰა ფართობის ტყითსარგებლობის ლიცენზია 35 200 ლარად, რომელიც შპს "ალბინამ" შეიძინა, ხოლო გორი-ცხინვალი-ყორნისი-ჯავის 1,5,6 და 22,23, 28 კვარტლების აუქციონის გამარჯვებული ი/მ გიორგი ოქროპირიძე გახდა, რომელმაც ორივე ლიცენზია 68 200 ლარად იყიდა.
30 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონზე გასაყიდად ასევე წარმოადგინა ოზურგეთში, სოფ. ვანისქედის ტერიტორიაზე "ასკანის" (ვანისქედის უბანი) ბენტონიტური თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რომლის საწყისი ფასი 378 384 ლარს შეადგენდა. აუქციონში გამარჯვებულად დასახელდა შპს "მთისპირი 2010," რომელმაც აღნიშნული ლიცენზია 416 222 ლარად შეიძინა.
აუქციონებიდან მთლიანად შემოსულმა თანხამ 519 422 ლარი შეადგინა