მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
ბილიანის კავშირით შესაძლებელია სარგებლობა იმერეთში, სოფელ: სორმონში და ქუთაის-ტყიბულის ტრასაზე, შიდა ქართლში სოფელ გრაკალში და გორი-კასპის ტრასაზე. სამცხე- ჯავახეთში, სოფელ რველში და ბორჯომი-ხაშურის ტრასაზე, კახეთში, სოფელ ზემო ალვანში და ალვანი- ახმეტას ტრასაზე, შიდა ქართლში, სოფელ ულისციხეში, ტკოცაში და ფხვენისში, გორი-კასპის და გორი - ხაშურის ტრასაზე, სამეგრელოში, სოფელ კვალონში, ნაგვაზაო , ხუნცი , კარიათა, ყულევი, მარტვილი ბანძას ტრასა, ქვემო ქართლში, სოფელ ახკერპში , ჩანახჩში.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბილაინი აფართოებს დაფარვის არეალს და, იგეგმება საქართველოს იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა.
როგორც "ბილაინი" იუწყება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.
"წინასაახალწლოდ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ მეტი აქცენტი გაგკვეკეთებინა დაფარვის ზონის გამართოებაზე, მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში , დაფარვის ზონას დაემატა, 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, სურვილი გვაქვს, რომ უფრო მეტმა ადამიანმა უსურვოს ერთმანეთს ბედნიერი შობა - ახალი წელი ბილაინის საუკეთესო ხარისხის კავშირის მეშვეობით" - ანდრეი პიატახინი, გენერალური დირექტორი .