რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.
„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერ ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება მის ისე ჩატარებას ხელს, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, – წერს კირა იარმიშმა.
მანამდე, რუსეთის ეფ-ეს-ბემ ლუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენა და სამი საათი მისცა დრო, შვილი საიდუმლო ვითარებაში დაეკრძალა.