ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, მსუბუქი ავტომობილი კურიერს დაეჯახა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებული 21 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა - "ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და ფეხზე მცირე ჭრილობა აქვს".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.