ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერაზე არაერთხელ გვისაუბრია. ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გაერო-ში ვიყავი, როდესაც უკრაინის შესახებ სპეციალური სესია მიმდინარეობდა და სწორედ გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან გამოვხატე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.