წინასწარი ინფორმაციით, 2010 წელს აჭარაში მგზავრთა გადაყვანის რაოდენობამ 18 770 500 მიაღწია, რაც 2008 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ერთი მილიონით მეტია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წელს აჭარაში საზღვაო ტრანსპორტით გადაყვანილ იქნა 22 884 მგზავრი, საჰაერო ტრანსპორტით 90 196 მგზავრი, სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანებით 351 643 მგზავრი და საავტომობილო სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანილია 18 306 000 მგზავრი.