2011 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის, მთავრობის დადგენილება "მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები".
დადგენილებაში იმ მიკრო ბიზნესის სახეობათა ჩამონათვალი შევიდა, რომლებიც მიუხედავად 30 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვისა, მცირე ბიზნესის სტატუსს შეინარჩუნებენ და არ დაიბეგრებიან. ამავე ჩამონათვალში განისაზღვრა ბიზნესის სახეობები, რომლებიც სპეციალურ ლიცენზიას საჭიროებენ და შემოსავლის მიუხედავად მაინც დაიბეგრებიან.