საახალწლოდ, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, სხვადასხვა ნივთებზე 30%-დან - 70% ფასდაკლება გამოაცხადა.
სააგენტო დაინტერესებულ პირებს იწვევს აუქციონზე, სადაც ავტომობილების საწყისი გასაყიდი ღირებულება 1 ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,
ინტერნეტ აუქციონი მთავრდება 4 იანვარს 12:00 საათზე.
აუქციონში მონაწილეობის მსურველები სააგენტოს ვე-გვერდს www.eauction.ge
უნდა ესტუმრონ.