ევროპა იმსახურებს იყოს ძლიერი. იმსახურებს შეთანხმებების პატივისცემას და იმას, რომ ევროპაში ხალხმა იცოდეს, რომ მათ არ მოატყუებენ, - ამის შესახებ ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის სამიტზე ვიდეოჩართვის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, არ უღალატონ ევროპისადმი ხალხის რწმენას.
შეხვედრაზე დისტანციური ჩართვისას ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევმა შეასრულა ყველა საშინაო დავალება ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად.
„ჩვენთვის კარგი იქნება თუ ცუდი, ისტორია ჩაწერს ყველაფერს, ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს, ყოველ ქმედებას და უმოქმედობას, ვინ რისთვის იბრძოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა დღეს არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. არავის სურს, ევროპა ვერ იღებდეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად მოამზადა. დღეს ერთს გთხოვთ – ნუ უღალატებთ ევროპისადმი ხალხის რწმენას. არავის თუ არ სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს რაიმე სარგებელს, თუ მოსკოვი მიიღებს ბრიუსელიდან საშვს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით. ნუ მიანიჭებთ მას წლის პირველ და ერთადერთ გამარჯვებას. ევროპამ უნდა გაიმარჯვოს, შეთანხმებები უნდა იყოს დაცული და სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.