ნებისმიერი უკუსვლა და ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც მან კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკოსებისთვის დასკვნითი ღონისძიება გამართა.
"იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ასევე პოზიტიური არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ასევე მოლოდოვისა და უკრაინისთვის. რადგან, ნებისმიერი უკუსვლა, ნებისმიერი ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის და ეს არის ის გზავნილი, რაც მე მინდა დღეს გავიდეს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. რამეთუ, ამ დღეებში მათი გადაწყვეტილებები უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ რამე დავუთმოთ რუსეთს" - ამბობს ზურაბიშვილი.